მთავარი » » ლექსო თამაზაშვილი რუსთავი 2-ს ადანაშაულებს...

ლექსო თამაზაშვილი რუსთავი 2-ს ადანაშაულებს...



დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არჩილ მაისურადზის მკვლელობაზე მომზადებულ გადაცემას ”განსხვავებული აქცენტები” გამოეხმაურა  და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შავი პიარ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.


„რუსთავი 2" ჩემი ოჯახის და ჩემს წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული. არჩილ მაისურადზე გახლავთ ჩემი ბავშვობის მეგობარი და როგორც ყველა ჩემ მეგობარს ვეხმიანებოდი ფეისბუკზე. „განსხვავებულ აქცენტებში“ გასული ინფორმაცია არასწორია. მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა და ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.“ - ამბობს ლექსო თამაზაშვილი.

თამაზაშვილი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ამ საქმეს გამოიძიებენ და ყველა დამნაშავე დაისჯება.

წყარო - ოვაპ.გე
SHARE

About Unknown