ეს მოთხრობა ერთ ადამიანზეა რომელიც სულ მარტოა და არავინ ყავს, არავის
უყვარს და არაფერი არ იცის სიყვარულის შესახებ, ეს ადამიანი არის მარტო და
არავის არ უმხელს არაფერს ყავს მეგობრები მაგრამ არ ენდობა მათ...
სოფელი
ერთხელ სოფელში ვიყავი, მართალია სოფელი არ მიყვარს მაგრამ იძულებული
ვაყავი წავსულიყავი. მანდ ჩემი მეგობრები დამხვდნენ სულ რაღაც 2 ბიჭი და 1
გოგო. ბიჭებს დათო და ბადრი ერქვა, გოგოს კი ნანა, დათო და გიორგი კარგი
ადამიანები ჩანან მართალია არავინ იცის ადამიანი შიგნიდან როგორია მაგრამ
ჩვენ ყვეანი როგორებსაც გარედან ვხედავთ იმის მიხევით ვახასიათებთ
ადამიანს. რაც შეეხება ნანას ნანა ცოტა პუტკუნა გოგოა და ძალიან საყვარელი.
როცა სოფელში ჩავედი პირველები ეგენი ვნახე მივესალმე და მოვიკითხე:-როგორ ხართ მეგობრებო?
სამივემ შემომძახეს
-კარგათ გიო შენ?
მეც საპასუხოდ ვუთხარი როგორ უნდა ვიყო ამ ცხოვრების ხელში მეთქი მართალია დიდი არ ვარ სულ რარაც ერთ თვეში სრულწლოვანი გავხდები მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ცოტა ცივად ვუპასუხე. ამის შემდეგ დავჯექით ბებიაჩემის ოთახში და ბებიამ ტკბილი და თბილი ნესკვითი შემოგვიტანა მაგიდასთან დაგვსვა და გვითხრა ტკბილათ მიირთვითო... ჩვენ ნესკვიტის დალევა დავიწყეთ და ერთმანეთს ჩვენი ამბები მოვუყევით. დათომ მამამისის მანქანაზე დაიწყო:
-იცით ბავშვებო მამაჩემმა ახალი ოპელი იყიდა და ძალიან მაგარია შიგნით მაგარი დინამიკები და ბორტკომპიუტერი უყენია, თანაც ეხლა ჩამოიყვანეს საზღვარგარეთიდან და ისე მიხარია რომ ახალი მანქანა მყავს რომ არ ვიცი სიხარულიდან მეცხრე ცაზე ვარ.
ბადრი: -ბიჭო კაია რომ იყიდა მამაშენმა და მშვიდობაში მაგრამ ტარება რომ არ იცი რა გიხარია?
დათო: -კარგით რა ჯერ მაცადეთ სიხარული და მერე ტარებასაც ვისწავლი დაბადებიდან კი არ ვიცი ლაპარაკი მერე ვისწავლე თორე თანაც მამაჩემმა შემპირდა ყოველ შაბათ კვირას გასწავლიო.
ყველანი გავაჩერე და დავიწყე ჩემი ამბების მოყოლა, ცოტახანში ბებიაჩემი შემოვიდა კვლავ და ჭიქები გაიტანა, ამ დროს ერთი ჭიქა დაუვარდა ძირს და გატყდა. უცბათ ნანამ კივილი დაიწყო ყველა ავფუსფუსთით გვაინტერესებდა რა მოუვიდა და რას ვხედავთ... თვალში ქონდა ჩავარდნილი პატარა შუშის ნაჭერი. უცბათ ღრიალი მორთო ყველამ მე ვუყურებდი როგორ მოზდიოდა თვალებიდან წითელი ცრემლები და ცახცახი დავიწყე, უცბათ გამოვფხიზლდი და ტელეფონს ვტაცე ხელი, ავკრიფე პოლიციის ნომერი ჯერ მერე კი სასწრაფოსი, როგორც იციან ამ სასწრაფოებმა დაგვიანება კვლავ გაიმეორეს და ნახევარისაათის შემდეგ მოვიდა ძლივს. ნანა მაქამდე კიოდა წიოდა ჯერ არ დაგვირეკია არავისთვის არც დედამისითვის და არც მამამისისთვის ყველანი შოკში ვიყავით. მერე კი სასწრაფომოვიდა უცბათ რაღაცეები გაუკეთეს კარგად ვერ ვერკვევი ამ ექმებში და საერთოდ მედიცინაში მოკლედ რომ ვთქვათ თვალს უჩხრიკინეს და ძლივს ამოიღეს ის პატარა ნამცეცი შუშის ნატეხი. საფენები დაადეს ნანას და ბებიაჩემის საწოლში დავაწვინეთ მერე აუხვიეს და უთხრეს ერთი თვე არ მოიხსნათო და გაგივლითო. ნანამ სიტყვა "გაგივლის" შემდეგ ამოისუნთქა და დაწყნარდა. ამის შემდეგ დავურეკეთ დედამისს...
-ალო, მაია დეიდა ბრძანდებით
-დიახ. ვინ მკითხულობს?
-მე გიორგი ვარ ნაზი ბებიას შვილიშვილი, რაღაც ამბავზე გირეკავთ.
-დიახ, გისმენ გიორგი რით შემიძლია დაგეხმარო?
-მაია დეიდა შეგიძლიათ ჩვენთან მოხვიდეთ რაღაც სასწრაფო საქმე გვაქ რაც მალე მით უკეთესი...
-კი. ერთ 5 წუთში მანდ ვარ.
-კარგით მადლობთ.
რამოდენიმე წუთში მაია დეიდაც მოვიდა და ყველაფერი აუხსნა ბებიაჩემმა ჯერ ცოტა ინერვიულა და მერე დაწყნარდა მერე მე მივედი და ვეუბნები
-მაია დეიდა, არ გვინდოდა ჯერ თქვენთვის გვეთქვა რადგან უფრო ინერვიულებდით ეხლა როგორც ჩანს ყველაფერი უკეთესადაა და სანერვიულოც არაფერია. ასე რომ დამშვიდდით ცოტახანში ნანაც გამოვა მდგომარეობიდან წამოდგება და განაგრძობს იგივე რეჟიმს რაც აქამდე ქონდა.
უცბათ ბებიაჩემი ჩამეჩრა საუბარში და მაია დეიდას ეუბნება:
- ქალბატონო მაია თანაც ექმიებმა ყველა საჭირო წამლები გამოგვიწერეს და უკვე ყველაფერი აქ გვაქ თანაც ამ ყველაფრის ხარჯები უკვე დავფარე, ასე რომ სანერვიულო არაფერია და თქვენი შვილიც ღვთის ნებით კარგათ იქნება...
ამ ყველაფრის მერე კარგათ დამთავრდა ყველაფერი, ცოტახანში ადგა ნანა და დედამისმა სახში წაიყვანა. როგორც შევატყვე კარგათ გაგვიგო დედამისმა და უფრო თბილათ ექცეოდა ნანას... ცოტახანში მოსაღამოვდა კიდეც ამდენ ნერვიულობაში და ბებიამ თავისი ოთახის გვერდზე ოთახში საწოლი გამიშალა და გამათბობელი ჩამირთო მე ჩემი ლეპტოპი მივიტანე ლოგინში ინტერნეტი ჩავრთე და ცოტახანი გადავწყვიტე თავი გამერთო. ჩამძინებია, დილითბებიაჩემი მაღვიძებს, ბებიაჩემი ყოველთვის ადრე დგება და მიჩვეული არ ვარ მე ადრე ადგომას ამიტომაც გამახარა და 6 საათზე გამახარა გაღვიძებით ბებიაჩემმა. სულ რაღაც ერთი დღე არცაა რაც ჩამოვედი სოფელში და სასწაული ამბები ხდება, არა და რა ცუდია ხვალ რომ მიწევს დაბრუნება. ისე ცნობისთვის მე სოფელში იმიტომ ჩამოვედი რომ ბებიას მოვუტანე ცოტა-ცოტა პროდუქტი საახალწლოდ, ახალწლამდე სულ რაღაც 3 დღე რჩება და გადავწყვიტე ადრე მომეტანა ყველაფერი, რათქმაუნდა თითქმის ყველაფერი მზა მოუტანე. შუადღეა და ვიღაც მეძახის გავიხედე და რახდება ბადრი, დათო და ნანა მოვიდნენ დათოს მამის მანქანით თანაც რულზე ბადრი იჯდა. სიცილი ვერ შევიკავე და კარგათ გადავხარხარდი თურმე ბადრი მისულა დათოსთან და მამამისისთვის უთხოვია მანქანა ცოტახანი ვიკატავებთო თანაც დათოს მანქანის ტარებასაც ვასწავლიო და მამამისსაც უთხოვია. გადმოვიდნენ მანქანიდან სამივენი და ჩემსკენ წამოვიდნენ მე სახში მოპედით მოვედი ამიტომ არ ვაპირებდი რომ მაგათ მანქანაში ჩავმჯდარიყავი იმიტომ რომ მაინც თავს ვიზღვევდი რამე არ მომსლოდა მაგათთან. უცბათ ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და ვუპასუხე, ტელეფონზე დედაჩემი მირეკავდა:
-ალო, გიორგი შენ ხარ?
-კი. დედი რა ხდება?
-ბიჭო რომ წახვედი შენს სახლში ვიყავი არ უნდა თქვა რომ სადმე მიდიხარ მე 3 საათი ტყუილად ვიარე?! და ეხლა უკან უნდა დავბრუნდე. სად დაეთრევი იქნებ მიპასუხო?
-სოფელში წავედი დე, ბებიას პროდუქტები მივუტანე ხელფასი რომ ავიღე ვიფიქრე გაუხარდება მეთქი.
-კარგი, ბებიაშენი მომიკითხე და მალე დაბრუნდი სახლის მეპატრონემ წერილი დაგიტოვა ფული გადამიხადეო ან პოლიციას გადავცემ შენს საქმესო.
-კარგი დე, მაშინ დღეს წამოვალ და დავურეკავ ფული მაქვს და ბარემ მივცემ...
-კარგი, ხვალ გამოგივლი მეც.
დედაჩემთან საუბრისას დავიგრუზე არადა ცოტახანი მინდოდა ყველაფრისგან მოწყვეტა და დასვენება როცა თბილისში ვარ ყოველდღე მეზობლებით ვწუხდები აქ კიდევ კარგად ვგრძნობ თავს. ცოტახანიც გავჩერდი ბებიასთან და საღამოსკენ დავაწექი სახლის გზას...
გაგრძელება აუცილებლად იქნება...
