მთავარი » » უკრაინული გადამღები ჯგუფი საქართველოში

უკრაინული გადამღები ჯგუფი საქართველოში

თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, ბოგდან ბენიუკი თბილისს პირველად 20 წლის წინ ესტუმრა. ის ახლა ახალ ფილმზე მუშაობს.

თბილისში ცხოვრების ახალი შანსების და სიყვარულის საძებნელად ჩამოსული ბიზნესმენის ისტორიის გარდა, ფილმი სიყვარულისთვის ბრდზოლის სევდიან და კომიკურ ეტაპებს ეძღვნება. „ახლა მე შენ მეყვარები“- ამ სახელწოდებით რომანტიული კომედიის გადაღება რომან შირმანმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა. კიევის პარალელურად კი გადასაღებ მოედნად თბილისი, პარტნიორად კი ქართული კომპანია შეირჩა.

ფილმის პროდიუსერი ოლენა ფეტისოვა თბილისში ახალი კინო პროექტით და საკუთარი ფილმით ”ფარაჯანოვი” ჩამოვიდა.

2 წლის წინ გადაღებული ნამუშევრის ჩვენება კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დასაგმობად და რუსეთში უკანონოდ დაკავებული უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად გაიმარტება. აქცია 29 იანვარს იგეგმება.

გადამღები ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ ქვეყანაში საომარი მოქმედებები ფილმის გადაღებების დასრულებამდე შეწყდება და პრემიერა საზეიმო ვითარებაში კიევსა და თბილისში გაიმართება.




წყარო - რუსთავი 2
SHARE

About Unknown