მთავარი » , » ტყვია (ნაწილი 1) (დღიური - ნაწილობრივ რეალობა)

ტყვია (ნაწილი 1) (დღიური - ნაწილობრივ რეალობა)

 

ხო, დღეს ის დღეა რომელიც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება. დღეს დავამთავრე უნივერსიტეტი სამართლის განხრით და ძალიან მიხარია. მართალია დღესვე მინდა სამუშაოს დაწყება და საქმის აღება მაგრამ ეს უბრალო ოცნებაა. მე ეირი მქვია 23 წლის ვარ ეს ჩემი დღიურია მაგრამ არამგონია თუ ამის წერა ბევრ ხანს გავაგრძელო, საქმე თუ მალე გამომიჩნდა თავს დავანებებ მაგრამ თუ ისეთი სამუშაო შემხვდა რომელშიც დასვენება ხშირად მექნება მაშინ ჩავწერ ხოლმე. ჩემი ცხოვრების ყოველი დილა ჯერჯერობით ერთნაირად იწყება. ჩემი მკითხველი ვინც ამ დღიურის იქნება ცოტა არი იყოს შეილება მობეზრდეს კიდევაც რადგან მკითხველი მიხვდება რომ ესეთი დღიურები ზოგიერთისთვის მოსაბეზრებელია, მართალია შევეცდები ჩემი ძალღონით რომ საინტერესო თემებს შევეხო და რეალობა ჩავწერო ყველაფერი, აბა დღიური რისია...
დღეს წასული ვიყავი ბევრ სააგენტოში რომ ჩემი სივი მიმეტანა შეიძლება სამუშაო სადმე დამაწყებინონ იმედს არასდროს არ ვწურავ და ყოველთვის მგონია რომ რაღაც გამომივა. იმედია მალე მომივა პასუხები და გამიმართლებს თუ არა და მომიწევს სახლში ჯდომა მთელიდღე და იმაზე ფიქრი თუ რაზე გადავყარე ამდენი ფული და რატომ ვისწავლე თუ კარიერა არ მექნება... მაგრამ არამგონია ეს ფიქრი ტვინში ბევრი ხანი გამიჩერდეს, იმიტომ რომ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მგონია რომ ყველაფერი გამოვა... მაგრამ სანამ გამოვა ამ ფურცლებში ჩემი სახლზე და ოთახზე დაგიწერთ ჩემო მკითხველო... ხო, ვცხოვრობ კერძო სახლში ქალაქთან ახლოს, აქ ძალიან სიმშვიდეა და სილამაზეც არის, ეს ადგილი იმიტომ მიყვარს ერთ მხრივ რომ ბავშვები არ ცხოვრობენ ბავშვებს მაინც ვერ ვეგუები და ვერ ვეკონტაქტები ნორმალურა, მართალია ცუდია მაგრამ რას ვიზამ... ხოლო რაც შეეხება სახლს, სახლი არის ორ სართულიანი, სახლში მარტო ვცხოვრობ, არ მყავს მანქანა მაგრამ მყავს ველოსიპედი რომელიც ძალიან მიყვარს, თან იცით ალბათ რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის ძალიან კარგი რამ არის. რაც შეეხება შიგნით ოთახებს დაბლა ხუთი ოთახია და მაღლა სამი, ჩემი პირადი ოთახები მაღლაა მანდ არავის ვუშვებ და არც არავინ ადის... დაბლა კი ისეთ პირობები მაქვს შექმნილი რომელიც მაღლა ასვლისთვის გულიც არ გაგეწევა. რაც შეეხება მეზობლებს მეზობლები ჩემთან არ მოდიან თუ არ ჩავთვლით ჩემს გვერდით მცხოვრებ მოხუც ქალბატონს რომელსაც კვირაში ერთხელ ვეხმარები ნაგვის გადასაყრელათ მთავარი ბუნკერთან რადგან მისი სახლიდან ძალიან შორს არის მისთვის და მე როცა მივდივარ ხელს წავაყოლებ ხოლმე. ეხლა ალბათ დაგაინტერესებთ რა არის ჩემს მეორე სართულზე, და ამას ნამდვილად მოგხსენებთ ოღონდ არა ბოლომდე, ეს მაინც ჯობია რაღაც დეტალები ჩემთვის შევინახო, ხოლო ჩემს ფურცლებს ამას გეტყვით: მეორე სართულზე სულ სამი ოთახი რომ მაქვს ალბათ ვთქვი, ერთ-ერთი ოთახი ამ სამიდან ჩემი საძინებელია. საძინებელი ძალიან მყუდროა, არ გადის და შემოდის საერთოდ ხმა, რაც არ უნდა იყოს. აქვე გეტყვით რომ ეგ ფუფუნება ბევრი დამიჯდა. ხო სხვათა შორის ისიც უნდა ვთქვა ჩემს ოთახზე რომ, ჩემს ოთახში საწოლის, ნათურის რომელიც პულტით ინთება და ქვრება, კარადების და მამაჩემისგან ნაჩუქარი იარაღის მეტი არაფერი მაქვს. ხო აი აქ მოვრჩი ჩემი მეორე სართულის სამი ოთახიდან ერთ-ერთის დახასიათებას ეხლა კი გადავალ შემდეგ ორ ოთახზე... მეორე ოთახს რაც შეეხება ამ ოთახში მაქვს ყველაფერი რაც გამომძიებელს სჭირდება რადგან მინდა კარგი გამომძიებელი ვიყო ამისათვის სახლში უკვე მოწყობილი მაქვს ერთ-ერთი ოთახი რომელიც ამას მაგრძნობინებს და როცა სამუშაოს დავიწყებ დებილივით ყველაფერს არ დავაშტერდე. იმედია კარგი იდეა არის, და რაც შეეხება მესამე ოთახს აქ უბრალოდ მდივანი და კომპიუტერი მაქვს სკარგი სავარძლით და მაგიდით. ისე სანამ ამას ვწერდი დიდი დრო გავიდა უკვე დღეს ამით ამოვწურე დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ ოღონდ იმას რაც ხვალ მოხდება...
 ხო ცოტა შემაგვიანდა დაწერა მართალია თქვენ დროს ამ ფურცლებზე ვერ აკვირდებით მაგრამ ამ ცხოვრებაში დრო გადის და ამიტომ რადგან ეს ფურცელია და ფურცელი ერთი საათის მერე თუ ოთხი საათის მერე მაინც ფურცელად დარჩება გადავწყვიტე დროები არ დამეწერა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს ვიყავი ერთერთ გამოიძიების სამსახურში და მითხრეს პროგრამაში ხართო, ცოტახანი დაელოდეთო და აუცილებლად დაგიკავშირდებითო, ამიტომ მეც რაღა დამრჩენია ვცდილობ დაველოდო.

(გაგრძელება იქნება...)
SHARE

About Unknown